2 მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა

ზუგდიდში 2 მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა. 12 და 13 წლის მოზარდები მიღებული დაზიანებებით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებენ.

ექიმის ინფორმაციით, ორივე მათგანს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული.