რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მეგობრობის გამზირზე არსებული საერთო საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე გაგრძელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 783 594 ლარია.
ინფორმაციისთვის, მეგობრობის გამზირის სრული რეაბილიტაცია პროექტ “განახლებული რეგიონების” ფარგლებში დაიგეგმა. ეს პროექტი მეგობრობის გამზირზე გარე ფასადებისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, ლიფტების სრულ რეაბილიტაციასაც გულისხმობს.
ცნობისთვის, მეგობრობის გამზირზე რეაბილიტაციისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.