20 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს 09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, აქთაკლია, მთისძირი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ალექსეევკა, ჯიგრაშენი, ნავთიანი, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, მაშავერა, კიზილქილისა, კაკლიანი, ტნუსი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე დმანისში;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში სააკაძის, ბათუმის, კოსტავას, გაგარინის, მეტალურგების და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.