გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიდ და პატარა ლილოში და ვარკეთილის მეურნეობაში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისში სააკაძის, 26 მაისის, ვაძა-ფშაველას, აღმაშენებლის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, გოხნარი, დიდი თონეთი, ცხრაკუდაანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაკენდი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.