28, 29 და 30 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28  და 29 და 300 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,

28 აგვისტოს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, თოდრიას, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე;

29 აგვისტოს 08:00-დან 10:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ველი, გამარჯვება, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში;

08:00-დან 10:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, გრანელის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

30 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, დუმბაძის, მშენებელთა, წერეთლის, კომუნალების, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.