3 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სამგორის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა, ბალანჩივაძის, 1 მაისის ქუჩებზე.

16:00-დან 18:00 საათამდე – თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, დიდგორი, დრე, ელფია, პირველი შამთა, ზირბითი, მანგლისი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.