31 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 31 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
31 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის და ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, ცურტავი, თამარისი, არქევანი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, სააკაძის, ძველი ბაზრის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, გამარჯვება, ლოჭინი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთის ძირი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.