4 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აგვისტოს 07:00-დან 07:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, ლომოურის, ფალიაშვილის, მშენებელთა, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-7ა, მე-11 მიკრორიაონებში.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში კოსტავას, მშენებელთა, ფიროსმანის, ნიკოლაძის, დუმბაძის ქუჩებზე.

04:00-დან 06:00 საათამდე – თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, დიდგორი, დრე, ელფია, პირველი შამთა, ზირბითი, მანგლისი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებს.

04:00-დან 06:00 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს აშკალა, ავრანლო და მიმდებარე სოფლებს.

10:00-დან 16:00 საათამდე – გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს პატარა ლილო, ქვემო და ზემო ქვიშიანი, ვარკეთილის მეურნეობა, ნორიო, დიდი ლილო. 11:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ფონიჭალა, კრწანისი, ახალი სამგორი.

11:30-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

13:35-დან 14:35 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიდი მუღანლო, მუღანლო, ქუთლიარი, მოლაოღლი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.