40 წლის მამაკაცმა 23 წლის ქალი მოიტაცა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის მამაკაცმა 23 წლის ქალი მოიტაცა. ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით, ოთხი პირი – 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

“სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- აცხადებენ უწყებაში.