კორონავირუსი: გამოვლინდა 4 233 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 229 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო შვიდი დღის – 8,35%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 გამოჯანმრთელდა, 5 948 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.