ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის მესამე ეტაპის განსახორციელებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, მესამე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, სოფელ მარტყოფის, ნორიოს, ახალსლოფლის, ახალი სამგორისა და ვაზიანის სასმელი წყლის შიდა ქსელების სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა და აბონენტების გამრიცხველიანება განხორციელდება.
შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია სათავე ნაგებობის, სოფლებში რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა და ჭაბურღილების მოწყობა.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია თანდართულ ბმულზე.