საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5579 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1867 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს, აქედან სულ 417 013 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 371 გარდაიცვალა.









