კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, სააკაძე, ვაზიანის დასახლება, ახალსოფელი.
10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს წერაქვი, სიონი, ახკულა, ხოჯორნი.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში ტაბიძის ქუჩაზე. 11:00-დან 15:00 საათამდე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ტალავერი, ქვ. ბოლნისი, ბოლნისი, მამხუტი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, სავანეთი, ფოლადაური, სამწვერისი, კუდრო, პატარა დარბაზი, ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ჭაპალა, სამტრედო.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.