6 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, – ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, როზა, ქესალო, ახალშენი, რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე და მარის არხის III დასახლებაში.

11:00-დან 16:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კოდა, მუხათი, ვაშლოვანი, ღოუბანი, ბორბალო, ერტისი.

11:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ბაზაქლო, ქვემო ოროზმანი, დალარი, კამიშლო, მთისძირი, გორა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.