7-დან 15 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შეძლებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება.