პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 24 წლის ქალს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, რუსთავში, ახალგაზრდა ქალმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ფიზიკური კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მეზობელს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
“სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დ.ჯ. -ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.