COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 216 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  4 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 735 პაციენტი. გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.

ცნობისთვის, ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან ქვემო ქართლში 217 შემთხვევა არის დადასტურებული.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.3%, ბოლო 14 დღის – 8.33%, ბოლო 7 დღის – 9.25%

7 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 444 569 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 397 240 და გარდაიცვალა 6 054 ადამიანი