COVID-19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 901 შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 901 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 586, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი.

ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 249 შემთხვევა. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვემო ქართლი ვირუსის გავრცელებით დედაქალაქის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ამ მძიმეა 1 510 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი.