IRI: 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 58%-ს კალაძე

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე კი თბილისის მერი კახა კალაძეა.

კერძოდ, რესპოდენტთა 88%-ი აცხადებს, რომ პატრიარქი ძალიან მოსწონს, 7%- ს ის არ მოსწონს, 1% ამბობს, რომ არასდროს სმენია მისი სახელი და 5% აცხადებს, რომ პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება კახა კალაძეს, ის გამოკითხულთა 58%-ს ძალიან მოსწონს, 37%-ს არ მოსწონს, 1% აცხადებს, რომ მისი სახელი არასდროს სმენია, 4%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. შემდეგი ადგილები კი რეიტინგში ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – 58%.

გიორგი გახარია -56%.

ირაკლი ღარიბაშვილი-40%.

ნიკა მელია -39%.

დავით უსუფაშვილი-36%.

ანა დოლიძე-34%.

სალომე ზურაბიშვილი-31%.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.