NCDC: გარდაცვლილთა რაოდენობა გაანალიზდა და 99.7% აუცრელია

გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი სამწუხაროდ აუცრელია, – ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ცნობით, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, რაც ორჯერ აცრილებში 0,3%-ს შეადგენს, ხოლო ერთხელ აცრილებში მაჩვენებელი 0,9%-ია.

„იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი სამწუხაროდ აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3 პროცენტი ორჯერ აცრილებში და 0.9 პროცენტი ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.