NCDC: ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული.

„ვაქცინაცია აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. გასაგებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული. თვიური მაჩვენებელი არის 23 000 აცრა დღეში და ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 26000-მდე. გვინდა, რომ იყოს 30-35 ათასი დღეში, 40-იც – იმიტომ რომ გამტარუნარიანობა ჩვენს ქვეყანას აქვს და ვაქცინების მარაგიც საკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.