NCDC: თუნდაც ხუთი ადამიანი თუ სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე

გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, – ამის შესახებ NCDC-ის  ხელმძრვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ამიტომ ვაქცინაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

„გეუბნებით, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, ნუ გექნებათ იქ, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის და მეორე – გავაინტენსიფიციროთ, ავედით ხომ 20 000-ზე. არ არის საკმარისი 20 000, გეუბნებით. გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000. შესაძლებელია, რომ 30 000 აცრაზე ავიდეთ ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.