NDI: გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

NDI სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 36 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად შეაფასებდა, ცხრა პროცენტმა კი არ იცის.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.