ბოლნისში თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, – ამის შესახებ მათ დღეს სოფელ ნახიდურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ენმ-ს წევრის, არიფ იუსუბოვის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოლნისში საარჩევნო სია არა ენმ-ს აქტივისტებით, არამედ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებით დააკომპლექტა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 20 სოფლის 30-მდე კოორდინატორი.