რუსთავში ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე, სხვადასხვა მისამართზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შიდა ეზოების მოწყობა იგეგმება შემდეგ მისამართებზე:#5, 5ა, 5ბ, 5გ, 7.
წინადადებების მიღება 24 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 359`978.00 ლარია.