გარდაბანში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ, მათ შორის პედაგოგები და საჯარო მოხელეები.

დღეს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას 250-ზე მეტი პირი გაიკეთებს.

ამ დრომდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სხვდასხვა ვაქცინით 2 000-ზე მეტი აიცრა, მათ შორის არიან ორივე დოზით აცრილები.

გარდაბანში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, “ფაიზერით”, “სინოფარმით”, “სინოვაკითა” და “ასტრაზენეკათი” აცრა შეუძლიათ.