კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს

კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  საბჭოს რეგულაციებთან მიმართებაში რეკომენდაციებით მიმართავენ, თუმცა ნაადრევია საუბარი, თუ რა იქნება კონკრეტულად ეს რეკომენდაციები.

“დღეს არის ოთხშაბათი, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.