ლაშა ტალახაძემ ატაცში გამოსვლა მსოფლიო რეკორდით დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ატაცი მსოფლიოს რეკორდით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა 223 კგ ასწია მაშინ, როდესაც 215 კგ-ის აწევა უკვე ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.

პირველ ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა 208 კგ მარტივად დაძლია. საბოლოოდ კი, ლაშა ტალახაძემ ატაცი 223 კილოგრამით მსოფლიო რეკორდით დაასრულა.