ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულში ვაქცინაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.
მასობრივი ვაქცინაცია „მედიქსის“ პოლიკლინიკაში გაიმართა და 140 მოქალაქე სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინით აიცრა.
ამ დროისთვის , მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვაქცინაცია 4 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.
კლინიკებში იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.









