რა ფორმატით დაიწყება სკოლებში სწავლა?

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  უწყებას რეკომენდაციების გაცემა 4 სექტემბრის შემდეგ შეეძლება.

„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.