რესტორანთა ასოციაციის ახალი ინიციატივა- შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ასოციაციაში გაწევრიანებული რესტორნების თანამშრომლებს აცრის შემთხვევაში ხელფასები მოემატებათ, ფასდაკლებით ისარგებლებენ ვაქცინირებული სტუმრებიც. კონკრეტულად რომელ ობიექტებზეა საუბარი, გადაწყვეტილების მირების შემდეგ გახდება ცნობილი.
“ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებული არიან და სტუმრები არიან ჩემი რესტორნის და ჩემ გვერდით არის ძალიან ბევრი რესტორანი, მიიღებენ ჩემს რესტორანში მომსახურების ფასდაკლებას და ასევე, თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ხელფასის სახით დანამატს.კოვიდკოდის წარმოდგენით, რომელიც იკითხება, ისინი მარტივად მიიღებენ ფასდაკლებას”,- ამბობს ბურჯანაძე.