რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ე.წ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის აღნიშნული მარშრუტი შეჩერებულია და მგზავრები ვარკეთილის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
როგორც მძღოლები TV4-თან აცხადებენ, კომპანიისგან კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, პასუხს ელოდებიან და ვრცელ კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.
როგორც კომპანია “ინტერტრანსში” აცხადებენ, ამ დროისთვის მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.