რუსთავის ბაღებისა და სკოლების პედაგოგები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ[ვიდეო]

რუსთავში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს-  ვაქცინაციის პროცესში, დღეიდან რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლები და საჯარო სკოლების პედაგოგები ჩაერთნენ. ხვალიდან ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლების აცრა დაიწყება.

მასობრივი იმუნიზაციის პროცესს, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ – რუსთავში“  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან ერთად გაეცნო.

კოვიდ 19-ის ვაქცინაცია, ქალაქის 5 სამედიცინო დაწესებულებაში- ცენტრალურ საავადმყოფოში, ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრ – რუსთავში’’, კლინიკა ,,რუსთავში“, რუსთავის მედიცინის სახლსა და #2 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში მიმდინარეობს.

კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით: „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.