მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, რუსთავის მუნიციპალიტეტი ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას ხვალიდან, 15 აგვისტოდან უზრუნველყოფს.
ახალი სატრანსპორტო გეგმის მიხედვით, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებამდე გადაადგილებაში N2, N6 და N7 მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან.
#2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;
#6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;
# 7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.
როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალური ტრანსპორტი 8:30-დან 18:30-მდე, 30 წუთის ინტერვალით იმოძრავებს.
ინფორმაციისთვის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, დღიდან იმ პირთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.









