რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და სოსო გოგაშვილის პარტიას უერთდება.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გუშინ განაცხადა და თქვა, რომ “სახალხო პარტიას” უბრუნდება. დღეს რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ TV4-ს დაუდასტურდა, რომ “ქართულ ოცნებას” ტოვებს და გოგაშვილის პარტიას შეუერთდება.
ლევან ონიანი მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზად “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკას ასახელებს.