რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილე, ნინო ქავთარაძე იქნება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულომ, ფარული კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს დატოვება გახლდათ.