რუსთავში 7-15 აგვისტოს მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეგეძლებათ

მომსახურების სააგენტოს ცნობით, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება იგეგმება, რის გამოც, 7-15 აგვისტოს მხოლოდ B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება”, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.