რუსთავში ერთმანეთს სასწრაფო ეკიპაჟის და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა[ვიდეო]

თორდიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა- ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟი. დაშავებულია სასწრაფო  დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია.