რუსთავში პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა.
რეგიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან, მათ შორის ზვიად დოლიძესთან, ერთად გახსნა.
გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო.
“წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი და მიზიდულობის ძალა იქნება რუსთავის და თბილისის მაქსიმალურად ერთმანეთთან დაკავშირება და რუსთავის და თბილისის ერთმანეთთან შერწყმა. რუსთავის და თბილისის აგლომერაციის შექმნა, არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მატარებელი არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.
ეს იყო ძირითადი იდეა, როცა ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენ დავიწყეთ ფიქრი სახმელეთო რკინიგზით, მეტროთი დაკავშირების, თბილისის ლილოსთან და ლილოდან შემდგომ რუსთავთან. ეს არის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ამ პროექტს ექნება არა მხოლოდ რუსთავის განვითარების გეგმაში, არამედ ჩვენი პარტიის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაკავებული და იქნება დამუშავებული დაფინანსების წყაროების მოზიდვის და მოძიების დონეზე. სრულად იმპლემენტაციის დონემდე იქნება ეს პროექტი მიყვანილი.
ამაში არის უდიდესი ძალა, რუსთავის და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც თბილისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის, ასევე რუსთავის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარები”-განაცხადა გიორგი გახარიამ.









