რუსთავში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს

დავით გარეჯის 21 ნომერში, 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის  ეკიპაჟები და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

TV4 – ის ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.