საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოდან თვითმფრინავი ჩაფრინდება.
“მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთში ქართული ბორტის გაფრენის ნებართვებზე, გარდა ამისა, თურქულმა მხარემ გამოთქვა დახმარების მზადყოფნა