საქართველოში ჯამში  907 665 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოსათვის საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დღიურად აცრილია – 23986 პაციენტი.

ცნობისთვის,  საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.