ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული კოვიდვაქცინის მეორე დოზით აიცრა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მხარის პირველმა პირმა მოსახლეობას პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს, სადაც, დღის განმავლობაში, 600-მდე აცრის გაკეთებაა შესაძლებელი.

აღნიშნულ სივრცეებს უახლოეს დღეებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, N4 საჯარო სკოლის ბაზაზე, ახალი ამცრელი პუნქტი დაემატება, რომელიც, დღიურად, 450-მდე ადამიანს მოემსახურება.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს – მასობრივი ვაქცინაცია ყველა არსებულ ლოკაციაზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.