ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამი კანონდარღვევა დაფიქსირდა მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, მოქალაქე 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მიმდებარედ კი, მოქალაქეები, ჯამში 3,5 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.
- მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს და ბოლნისის სოფელ ნახიდურის მიმდებარედ მოქალაქეები წიფლისა და რცხილის სახეობის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
დეპარტამენტის ცნობით, ივლისში ქვემო ქართლში, კანონდარღვევის 19 ფაქტი გამოვლინდა.