გაბუნია: ვფიქრობთ, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში

4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით უკეთესი მდგომარეობა იყოს, რის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.