გარდაბანში ღვაწლმოსილი მასწავლებლების გაცილების ღონისძიება გაიმართა[ვიდეო]

გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილი მასწავლებლების გაცილების ღონისძიება გაიმართა, რომლებმაც სკოლა 2019-2020 წლებში დატოვეს.

მასწავლებლები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სახლის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.