“გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, გარდაცვლილთა სტატისტიკაშიც შემთხვევების უდიდესი ნაწილი დაფიქსირებულია არავაქცინირებულ პირებში.

„ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.

საბედნიეროდ, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდში“, – აღნიშნა გაბუნიამ.