დავით კარგარეთელი სოფელ მარტყოფში მოსახლეობას შეხვდა[ვიდეო]

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გარდაბნის მერობის კანდიდატმა სამაჟორიტარო ოლქებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დავით კარგარეთელი ამჯერად საკუთარ თანასოფლელებს, სოფელ მარტყოფში შეხვდა და მათ იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომლებიც ამ დრომდე, სოფლის მთავარ გამოწვევად რჩება.

წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში დავით კარგარეთელთან  ერთად მოსახლეობას, სოფელ მარტყოფის მაჟორიტარობის კანდიდატიც შეხვდა. შეხვედრას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.