ექსპრემიერმა “ქართულ ოცნებას” პროკურატურაში უჩივლა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებს სახელისა და რეპუტაციის შელახვას ედავება.

პროკურატურაში სპეციალური სარჩელი ანა ბუჩუკურმა და გიორგი დაუშვილმა შეიტანეს. . საქმე ეხება განცხადებებს, რომელშიც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა ეჭვი.