ირაკლი ტაბაღუა: სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას და მათ პედაგოგებს

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

“ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას და მათ პედაგოგებს, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარების იმედს!

ვისურვებ, სულ მალე, უწინდებურად, საკლასო ოთახებში გაგრძელდეს სწავლა, მეგობრულ, თბილ და ჯანსაღ გარემოში!
ჯანმრთელობა და წინსვლა ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ყველა მოსწავლესა და პედაგოგს!”-წერს ირაკლი ტაბაღუა.